ციფრული პლატფორმის მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები (ხელშეკრულება-ოფერტი)
განახლების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2026 წელი
ხელშეკრულების სტატუსი: წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს უვადო დოკუმენტს, რომელიც ძალაშია მის შეცვლამდე ან გაუქმებამდე.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ოფერტას. საიტზე რეგისტრაციით, მონაცემთა გაგზავნით ან/და მომსახურების საფასურის გადახდით, მომხმარებელი სრულად და უპირობოდ ეთანხმება ხელშეკრულების ყველა პირობას.
1. ხელშეკრულების მხარეები და იურიდიული ძალა
1.1. მომსახურების მიმწოდებელი: ინდივიდუალური მეწარმე „დავით სიმონიანი ქუერკუს“, პირადი ნომერი: 01010016227, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქუჩა 221/2/1, საფოსტო ინდექსი 0186. მომსახურების მიმწოდებელი არის ვებ-დომენის letter.ge სრული და კანონიერი მფლობელი.
1.2. მომხმარებელი: ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას საიტზე და გადაიხდის დადგენილ სააბონენტო საფასურს.
1.3. წინამდებარე დოკუმენტს გააჩნია ორმხრივი იურიდიული ძალა. მომხმარებლის მიერ წესებისა და პირობების გაცნობის მონიშვნა (ელექტრონული დასტური) და სარეგისტრაციო ფორმის გაგზავნა ითვლება ხელშეკრულებაზე ხელმოწერად.
1.4. ცვლილებების შეტანა და მოქმედება: მომსახურების მიმწოდებელი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში. თუმცა, უკვე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის რეგისტრაციის მომენტში მოქმედი ხელშეკრულების პირობები უცვლელი რჩება რეგისტრაციიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო პერიოდზე გავრცელდება იმ მომენტისათვის განახლებული ხელშეკრულების პირობები.
2. ხელშეკრულების საგანი, ბიზნეს-მოდელი და მოქმედების ვადა
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომწოდებლის საკუთრებაში არსებულ დომენურ ზონაში (letter.ge) მომხმარებლისთვის ვირტუალური იდენტიფიკატორის/მისამართის (მაგალითად: abc@letter.ge) ტექნიკური გამართვა, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ადმინისტრირება და სააბონენტო მომსახურება.
2.2. ხელშეკრულების ვადა და ათვლა: ეს ხელშეკრულება ფორმდება ზუსტად 1 (ერთი) წლის ვადით. სერვისის ოფიციალური მოქმედების ვადა და ათვლა იწყება არა რეგისტრაციის, არამედ მომსახურების საფასურის მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე რეალურად ჩარიცხვის მომენტიდან.
2.3. მხარეები თანხმდებიან, რომ მომწოდებელი არ ახორციელებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას და არ წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ან/და საშუალებების ოპერატორს.
2.4. მომწოდებელი ახდენს აღნიშნული ციფრული მისამართების უშუალო ტექნიკურ მუშაობას, სერვერულ ჰოსტინგს, გლობალურ უსაფრთხოებასა და მონაცემთა შენახვას საერთაშორისო ლიდერი პლატფორმის Zoho Corporation (zoho.com) ბაზაზე. მომწოდებელი და მომხმარებელი ვალდებულნი არიან დაემორჩილონ Zoho-ს პლატფორმით სარგებლობის გლობალურ წესებსა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელთა დეტალური პირობები იხილვება ოფიციალურ ბმულზე: Zoho Terms of Service ( https://www.zoho.com/terms.html ) და Zoho Privacy Policy ( https://www.zoho.com/privacy.html ).
3. სისტემის ფუნქციონირება და უსაფრთხოება
3.1. ელექტრონული ფოსტის გამართულ მუშაობას, მის უსაფრთხოებას და ანტივირუსულ დაცვას უზრუნველყოფს Zoho Corporation-ის ინფრასტრუქტურა.
3.2. მომხმარებლის მიმოწერა დაცულია გლობალური სტანდარტების შესაბამისად.
3.3. Zoho Mail-ის ბიზნეს-ეკოსისტემა გამორიცხავს მომხმარებელთა წერილების ავტომატურ სკანირებას ან მათ გამოყენებას სარეკლამო მიზნებისთვის, რაც უზრუნველყოფს სრულ კონფიდენციალურობას.
4. რეგისტრაციის, მოდერაციისა და გააქტიურების წესი
4.1. საიტზე მონაცემების შევსების შემდეგ, მომხმარებლის განაცხადი გადის მოდერაციას. მოდერაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომხმარებელს მიეწოდება საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
4.2. საფასურის გადახდა ხდება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. გადახდის დანიშნულებაში მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს საფოსტო ყუთის მისამართი, რათა მოხდეს მომსახურების ვადის ზუსტი იდენტიფიცირება და ათვლა.
4.3. ჩარიცხვის დადასტურების შემდეგ, ადმინისტრატორი ქმნის შესაბამის ელ-ფოსტის მისამართს დროებითი პაროლით, რომელიც მომხმარებელს გადაეცემა მის მიერ მითითებული საკონტაქტო საშუალებებით.
4.4. უსაფრთხოების წესი: პირველივე შესვლისას მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს დროებითი პაროლი და დააყენოს პირადი პაროლი. საფოსტო ყუთში შესვლა შესაძლებელია როგორც http://letter.ge/ საიტზე არსებული სპეციალური შესვლის ღილაკით, ისე ნებისმიერი სხვა თავსებადი პროგრამიდან (Microsoft Outlook, Mozilla Thunderbird, eM Client, Gmail App, Samsung Email, Outlook Mobile, Spark Mail).
4.5. საფოსტო ყუთის ფუნქციონალი (მოცულობა, პარამეტრები და ა.შ.) სტანდარტულია, თუმცა ნებისმიერი მონაცემი შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა ორმხრივი ინიციატივით ან თანხმობით.
5. მომსახურების საფასური, ვადები და ტარიფის ინდექსაცია
5.1. პლატფორმის ტექნიკური მომსახურების სტანდარტული სააბონენტო ღირებულება პირველი წლისთვის შეადგენს 84 ლარს 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
5.2. მომსახურების ვადის დასრულებამდე 1 (ერთი) თვით ადრე, მომხმარებლის ელ-ფოსტაზე ან საკონტაქტო ნომერზე გაიგზავნება შეტყობინება მომდევნო 12 თვის საფასურის გადახდის აუცილებლობის შესახებ.
5.3. ტარიფის ცვლილება და ინფლაციური შეზღუდვა: მომდევნო წლებში, ერთწლიანი საფასურის გადახდამდე, მომხმარებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული საფასურის ღირებულების შესაძლო ცვლილების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად იმატებს ინფლაცია და იზრდება ჰოსტინგისა და სხვა ტექნიკური ხარჯები, მეწარმეს უფლება აქვს შეცვალოს ფასი, თუმცა წელიწადში 10%-ზე მეტით მეწარმე არ გააძვირებს მომსახურების საფასურს. შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ მომხმარებელს ექნება სურვილი, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს მომსახურებით სარგებლობას ხელშეკრულებაში დაწერილი წესების მიხედვით.
5.4. თუ მომხმარებელი ვერ ან არ მოახდენს მომდევნო პერიოდის საფასურის გადახდას, ზუსტად 12 თვიანი ვადის ბოლო დღეს მისი საფოსტო ყუთი წაიშლება მიმოწერის აღდგენის საშუალების გარეშე.
5.5. საფოსტო ყუთის წაშლიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში საფოსტო ყუთის სახელი იქნება რეზერვირებული. ამ პერიოდში სხვა პირს არ აქვს უფლება დაარეგისტრიროს იგივე მისამართი, რაც ძველ მომხმარებელს აძლევს საშუალებას აღადგინოს საფოსტო ყუთის მუშაობა. 1 (ერთი) თვის გასვლის შემდეგ საფოსტო სახელი თავისუფლდება ახალი რეგისტრაციისთვის.
6. ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა
6.1. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითებისა და ყოველგვარი პირგასამტეხლოს გარეშე, უარი თქვას წინამდებარე დისტანციურ ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება მომსახურების გააქტიურებიდან (თანხის ჩარიცხვიდან) 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. გადახდილი თანხის დაბრუნების მოثხოვნა ხდება წერილობით ds@letter.ge მისამართზე ან ვატსაპზე +995555976797. მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის თანხის მოთხოვნა უნდა მოხდეს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტოდან (სხვა შემთხვევაში თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება). თანხის დაბრუნება მოხდება იგივე საბანკო ანგარიშზე რომლიდანაც მოხდა მომსახურების საფასურის ჩარიცხვა (სხვა შემთხვევაში თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება).
6.2. ზემოაღნიშნული 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან საფოსტო ყუთის აქტივაცია დაკავშირებულია მესამე მხარის (Zoho Corporation) წინაშე მომწოდებლის მყისიერ ფინანსურ ვალდებულებებთან, გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას აღარ ექვემდებარება (No Refund) შემდგომ შემთხვევებში:
— თუ მომხმარებელი დაარღვევს წინამდებარე წესების მე-7 პუნქტის პირობებს (სპამი, ფიშინგი და ა.შ.);
— თუ მომხმარებელმა ნებისმიერი ტექნიკური, პირადი თუ გაურკვეველი მიზეზით ვეღარ მოახერხა ფოსტაში შესვლა ან მისი გამოყენება;
— თუ მომხმარებელმა საკუთარი ინიციატივით, ნებისმიერ დროს გადაწყვიტა ხელშეკრულების შეწყვეტა ან სერვისით სარგებლობაზე უარის თქმა ვადის ამოწურვამდე.
7. აკრძალული ქმედებები და სანქციები
7.1. კატეგორიულად აკრძალულია ციფრული სივრცის გამოყენება სპამის (არასასურველი მასობრივი გზავნილები), ფიშინგის, მავნე პროგრამების გავრცელების ან ნებისმიერი სხვა საეჭვო აქტივობისთვის. მსგავსი ფაქტის დაფიქსირებისას საფოსტო ყუთი დაუყოვნებლივ დაიბლოკება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და თანხის დაბრუნების გარეშე.
7.2. თუ მომხმარებელი ელ-ფოსტას გამოიყენებს რაიმე კრიმინალური, თაღლითური ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის, იგი სრულად აგებს პასუხს და დაისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა (Disclaimer) და კონფიდენციალურობის პოლიტიკა
8.1. ციფრულ სივრცეზე (ფოსტაზე) ტექნიკური წვდომა გააჩნია მომხმარებელს, Zoho-ს და ადმინისტრირების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელს (როგორც სისტემურ ადმინისტრატორს). მიმწოდებელს და Zoho-ს არ აქვთ უფლება გაეცნონ კლიენტის პირად მიმოწერას მომხმარებლის პირდაპირი თხოვნის ან ნებართვის გარეშე.
8.2. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც მომხმარებლის მონაცემებს ან მიმოწერას ოფიციალურად მოითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საგამოძიებო ან სასამართლო ორგანოები, კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარდგენის შემდეგ.
8.3. თუ რომელიმე მხარე განზრახ დაარღვევს კანონს ან კონფიდენციალურობას, იგი პასუხს აგებს ინდივიდუალურად, კანონის სრული სიმკაცრით.
8.4. ფორსმაჟორი და ჰაკერული რისკები: მიუხედავად იმისა, რომ Zoho Mail ფლობს მაქსიმალურ საერთაშორისო დაცვას, მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ციფრულ სამყაროში ყოველთვის არსებობს სისტემური გატეხვისა და ფორსმაჟორული ხარვეზების თეორიული რისკი (მათ შორის ჰაკერული თავდასხმები).
8.5. მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მონაცემთა დაკარგვაზე, სისტემურ ხარვეზებზე, გლობალურ წყვეტაზე ან მესამე პირთა უკანონო ქმედებებით გამოწვეულ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მიმწოდებლის განზრახ ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.
8.6. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სუბიექტის უფლებები:
8.6.1. დამუშავების საფუძველი და მიზნები: მომხმარებელი ხელშეკრულების დადებით (აქცეპტით) ანიჭებს მიმწოდებელს უფლებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები). მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მომსახურების გაწევის, მომხმარებლის იდენტიფიცირების, ტექნიკური მხარდაჭერის, საბუღალტრო/საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა და ხელშეკრულების პირობების უზრუნველსაყოფად.
8.6.2. მონაცემთა გადაცემა: მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, არ გადასცეს პერსონალური მონაცემები მესამე პირებს მარკეტინგული ან კომერციული მიზნებისთვის. მომხმარებელი ინფორმირებულია და ეთანხმება, რომ სერვისის ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაცემთა ნაწილი შესაძლოა დამუშავდეს/შენახულ იქნეს მიმწოდებლის პარტნიორ პლატფორმაზე (Zoho Corporation), საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
8.6.3. მონაცემთა შენახვის ვადა: პერსონალური მონაცემები ინახება ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ — საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის, საგადასახადო/საბუღალტრო კანონმდებლობით) განსაზღვრული სავალდებულო ვადით.
8.6.4. მონაცემთა სუბიექტის უფლებები: მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების შესახებ, გაეცნოს მას, მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან დამუშავების შეწყვეტა (თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონით დაკისრებულ საგადასახადო/სამართლებრივ ვალდებულებებს). ასევე, მომხმარებელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
9. უფლებების გადაცემა და სამართალმემკვიდრეობა
9.1. მომსახურების მიმწოდებელი იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას, ნებისმიერ დროს მიჰყიდოს, დაუთმოს ან გადასცეს წინამდებარე აქტივი (დომენი, ბიზნესი, ხელშეკრულებები) ნებისმიერ მესამე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს მომხმარებლის უფლებების შეზღუდვას ან მომსახურების პირობების გაუარესებას.
9.2. გასხვისების შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად რჩება ძალაში.
9.3. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გაასხვისოს, მიყიდოს, გადასცეს ან მესამე პირებს მისცეს წვდომა საკუთარ საფოსტო ყუთის მისამართზე. მსგავსი ქმედების, ასევე მომხმარებლის უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის შედეგად მესამე პირთა მხრიდან ფოსტაზე წვდომის მოპოვების შემთხვევაში, საფოსტო ყუთი დაუყოვნებლივ წაიშლება ყოველგვარი აღდგენის უფლების გარეშე. ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ ვინ სარგებლობდა, იყიდა ან მოიპოვა წვდომა ფოსტაზე, ნებისმიერ ზიანზე, პრეტენზიასა და ხარჯზე სრულ და ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას აგებს თავად რეგისტრირებული მომხმარებელი.
10. დავების გადაწყვეტა და მოქმედი კანონმდებლობა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა, უთანხმოება ან პრეტენზია მხარეებს შორის უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით.
10.3. მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ნებისმიერი დავა მხარეთა შორის განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.